ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა „პარიზთან“ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ვარჯიში განაახლა და გუნდს ქუვეითში გაჰყვა, სადაც საფრანგეთის სუპერთასის მატჩია სათამაშო „მარსელთან“.
აწ უკვე გასულ წელს კვარაცხელიამ და პსჟ-მ ხუთი ტურნირი მოიგეს და ახლა მეექვსე თასის მოპოვებას ეცდებიან საძულველ მეტოქესთან.
მატჩი ელ-ქუვეითის 60-ათასიან „ჯაბერ ალ აჰმედ ინტერნაციონალზე“ 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზეა.

აღსანიშნავია ორივე გუნდის გულშემატკივრების ნეგატიური დამოკიდებულება. პსჟ-მ თავის ფანებს 800-ევროიანი ტური შეთავაზა, მაგრამ სათანადო რაოდენობის ხალხი ვერ შეკრიბა, ხოლო „მარსელის“ გულშემატკივრებმა მატჩის ქუვეითში ჩატარებას გამოუცხადეს ბოიკოტი: მათ ეს „ულტრასთა კულტურასთან“ შეუთავსებლად მიიჩნიეს და თამაშზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
უკმაყოფილება „ნანტთან“ ბოლო შეხვედრის დროსაც გამოხატეს. ერთ-ერთმა ჯგუფმა ტრიბუნებზე ირონიული ბანერი გამოფინა: „თასი 2026 წელს ქუვეითში, 2027-ში – მთვარეზე?“



GIPHY App Key not set. Please check settings