ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ.
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი ნეაპოლში არიან.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ქალაქ ნეაპოლში გალფის სტიპენდიანტებს უმასპინძლა, სტუდენტობა მიულოცა და თოთოეულს საფეხბურთო მაისური მისივე ხელმოწერით გადასცა საჩუქრად“ – წერს „გალფი“ გვერდი.
სტუდენტები დღეს „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრას დაესწრებიან, რომელშიც სამწუხაროდ კვარაცხელია მონაწილეობას ისევ ვერ მიიღებს.
სტუდენტების ვიზიტზე დაწერა „არეანაპოლიმ“:
„კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩში არ იქნება. ასე რომ, „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ დიდი ტალანტის გარეშე ითამაშებს. თუმცა, ეს დღე კვარაცხელიასთვის მაინც ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო იყო იმის გამო, რომ Transfermarkt-მა მისი ღირებულება გააორმაგა და 60 მილიონი გახადა. თუმცა, ეს არ არის დღის ერთადერთი კარგი სიახლე თბილისელი ბიჭისთვის: სასტუმრო „ბრიტანნიკში“ შეხვდა თავის მეგობარ საბა საპანაძეს, ქართველ სტუდენტებს და ქართული ფეხბურთის ლეგენდას, შოთა არველაძეს – „აიაქსის“ და „რეინჯერსის“ ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია“.
GIPHY App Key not set. Please check settings