ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, მოედანზე საუკეთესო იყო – ასეთია ინტერნეტ-გამოცემა sportsdunia-ს შეფასება.
„გულშემატკივრებმა იხილეს ფინალი, რომლის ყურებაც ღირდა. პსჟ-მ და „ფლამენგომ“ დაძაბული 120 წუთი ითამაშეს. ამ მატჩმა აჩვენა, როგორი უნდა იყოს ფინალი: წარმოუდგენლად დინამიური, ემოციებით სავსე სტადიონი.
38-ე წუთზე ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი, რითაც მატჩის შედარებით ნელი მონაკვეთი დაასრულა. 62-ე წუთზე „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მშვიდად გაიტანა პენალტი და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, პსჟ-მ პენალტების სერიით მოიგო და საკონტინენტთაშორისო თასი აღმართა. ჩვენი აზრით, მატჩის საუკეთესო მოთამაშეები ხვიჩა კვარაცხელია და მატვეი საფონოვი არიან“, – წერს გამოცემა.
Sportsdunia-მ მოთამაშეთა შეფასებები გამოაქვეყნა და ყველაზე მაღალი ქულა ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა – 8.0, შემდეგ კი მატვეი საფონოვს, რომელმაც პენალტების სერიაში 4 დარტყმა მოიგერია.

1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings