ხვიჩა კვარაცხელია 29 დეკემბრის შემდეგ ბრუნდება. დღეს საღამოს ველოდებიტ ჩვენიანის დებიუტს ლეგენდარულ „პარკ-დე-პრენსზე”, სადაც ახალი გუნდის მაისურს მოირგებს და საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „რეიმსს” შეუტევს.
პსჟ ამ სეზონში ლიგა 1-ში დაუმარცხებელია და 46 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
პარიზელების მატჩი „რეიმსთან“ თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
მართალია, „რეიმსი“ ახლა ერთ-ერთი აუტსაიდრია, მაგრამ მათი ბოლო 5 ურთიერშეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა. 2019 წელს “რეიმსმა” ორჯერ მოიგო კიდეც.
დღევანდელი მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩაზე ილაპარაკა:
„კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია. ეს ვარჯიშების დროს ვნახეთ. ხვიჩა გუნდს კარგად შეეწყო და ვფიქრობ, რომ „რეიმსთან“ სათამაშოდ მზადაა. გვჯერა, რომ ის გუნდს გააძლიერებს.
უნდა დავაკვირდეთ, როგორი ურთიერთმოქმედება ექნება პარტნიორებთან, რათა მეტი ენერგია შეგვძინოს. ეს ჩვენი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, გუნდისთვის სასარგებლო იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ ხედავს, რას ვითხოვთ მოთამაშეებისგან. გავაანალიზეთ მისი მახასიათებლები და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის სათამაშო სქემას კარგად მოერგება. ხვიჩას კარგად ვიცნობთ, მისი დაამტება ჯერ კიდევ გასულ სეზონში გვინდოდა.
ბარკოლას და კვარაცხელიას ერთად თამაში შეუძლიათ. შვიდი შემტევი მოთამაშე გვყავს, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტიპის კომბინაციები მოვიფიქროთ, ყველაფერი შესაძლებელია“.
GIPHY App Key not set. Please check settings