ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შემდეგ ბუქმეკერებმა კიდევ ერთხელ განაახლეს კოეფიციენტები და „ოქროს ბურთის“ მოგებაზე სია გადააწყვეს.
სასიხარულოა, რომ დაწინაურდა პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლა უკვე მე-6 ადგილს იყოფს ერთ დროს აშკარა ფავორიტ „ლივერპულელ“ მოჰამედ სალაჰთან.
რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა ხვიჩას გუნდელი უსმან დემბელე, რომელმაც პირველი ადგილი წაართვა „ბარსელონას“ ლამინ იამალს. „ბარსას“ გავარდნის შემდეგ დაიწია ასევე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რაფინიას შანსებმაც. წინ კი კიდევ ერთი პარიზელი, მეკარე დონარულმა წავიდა.
იამალი გახდა ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი: ხვიჩაც ათეულშია – ბუქმეკერების ვერსია
„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების ათეული ბუქმეკერების ვერსიით:
უსმან დემბელე (პსჟ) – 3.00
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 4.50
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 6.00
რაფინია (ბარსელონა) – 8.00
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 8.00
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 9.00
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 9.00
პედრი (ბარსელონა) – 21.00
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 51.00
დეკლან რაისი (არსენალი) – 67.00
კილიან მბაპე (რეალი) – 67.00
დემბელე ოქროს ბურთის მთავარი კაცი გახდა, ხვიჩა მე-15-ზეა
GIPHY App Key not set. Please check settings