ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ წინა ტურში საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ. პარიზელებმა 1:0 მოუგეს „ანჟეს“ და 6 ტურით ადრე გაინაღდეს პირველობა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა ფეხბურთელმა. სწორედ კვარას ჩაწოდებით გავიდა ერთადერთი გოლი.
Sofascore-მა ჩვენიანის თამაში დააფასა და ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მისგან ხვიჩამ საკმაოდ მაღალი შეფასება – 8.7 დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

GIPHY App Key not set. Please check settings