in

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ში შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ პარიზულმა გრანდმა შინ ქულები დაკარგა („რეიმსთან“ 1:1), ჩვენიანს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია. ძალიან აქტიური იყო და საგოლე შეტევაში ლომის წვილი დაიდო.
ეს დაუფასდა კიდეც.

ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები და ამ თერთმეტეულში კვარაცხელიაც შეიყვანეს.
სიმბოლურში ქართველის კიდევ სამი თანაგუნდელია – გოლის ავტორი უსმან დემბელე, დეზირე დუე და ნუნუ მენდეში.

ტურის სიმბოლური გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგადაც შედგა და კვარაცხელია აქაც მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონმა მიქაუტაძის ფასი დაასახელა, 5 კლუბი ცნობილია… უკვე იანვარში