იტალიის შარშანდელმა ჩემპიონმა წელს სეზონი ჩააგდო და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა კი არა, ვერცერთ ევროტურნირზეც ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ ერთი ფეხბურთელი მაინც დააფასეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ეს ერთი კი ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც საფეხბურთო პორტალმა Sofascore-მა გამოარჩია.
პორტალის შეფასებების მიხედვით ქართველ ფეხბურთელს საშუალოდ 7.48 გამოუვიდა, რამაც საშუალება მისცა წინა ხაზზე ლაუტარო მარტინესთან ერთად აღმოჩენილიყო.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია შეფასებებით სამეულშიც კი მოხვდა. მასზე წინ ჩემპიონი „ინტერის“ ორი ფეხბურთელია – ჰაკან ჩალანოღლუი და ლაუტარო მარტინესი.
GIPHY App Key not set. Please check settings