in

ხვიჩა საყვარელი მეტოქით იწყებს: კვარაცხელია ჯერ კიდევ არ გვინახავს

18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ვერონას” დაუპირისპირდება. ისევ ვერ მოახერხეს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა, შესაბამისად რომელუ ლუკაკუს დამატება და გუნდი ისევ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეა.

iIl Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯოვანი სიმეონეს დაყენებაზე იფიქრა, მაგრამ ისევ ჯაკომო რასპადორი ამჯობინა. “მოდენასთან” თასზე ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით კონტე ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას განახორციელებს – პასკუალე მაზოკის მატიას ოლივეირა შეცვლის. შეიცვლება ტაქტიკაც, 3-4-2-1-ზე გადაეწყობა და ჯოვანი დი ლორენცო ნახევარდაცვაში ითამაშებს.

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, დი ლორენცო, სპინაცოლა, ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ბრაზილიელ შემტევს, დავიდ ნერესს ბონუსებიანად 28 მილიონ ევროდ შეიძენენ. ის იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათ დილით კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ხვიჩას იტალიაში რამდენიმე მეტოქე განსაკუთრებით უყვარს და ერთ-ერთი სწორედ “ვერონაა”, რომელსაც კვირას, 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:30 საათზე ესტუმრებიან. ქართველს გასულ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ვერონაში ჰქონდა, როცა დუბლი შეასრულა. მაშინ “კვარას” მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. შემდეგ 77-ე ნომერმა მათ შინაც გაუტანა (წინა სეზონში, მაშინაც პირველ ტურში, სადებიუტო მატჩში, გოლიც და საგოლე პასიც მიითვალა). არადა, მანამდე, “ნაპოლის” ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე ჰქონდათ. ცნობისთვის, ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ “იუვენტუსთან” ჰქონიათ – 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. ნეაპოლელებმა “ვერონასთან” ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს, გაიტანეს 29 გოლი და 6 შეხვედრაში არ გაუშვიათ.

“ნაპოლიმ” ბოლო ორ მატჩში, “ჟირონასთან” და “მოდენასთან” შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ვალტერ ნოველინოს აზრით, მათ წარმატებული სეზონი ელით. ამის შესახებ მან რადიო CRC-ის ეთერში ისაუბრა:

“ანტონიო კონტე ძალიან კარგად იცნობს სერია A-ს, ნაპოლის” და აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის პრობლემა უნდა გადაჭრას. ცხადია, არსებობს სირთულეები, თუმცა დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ყველაფერს გააკეთებს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რაც კონტეს ჩემპიონატის მოგების საშუალებას მისცემს.

ხვიჩა კვარაცხელია კონტესთან თამაშის სტილს შეიცვლის? სამოქმედოდ მეტი თავისუფლება აქვს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ახალი ფორმაციისას მას შეტევითი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ექნება. მჯერა, ყოველივე ქართველს დიდ მოტივაციას შესძენს და შანსი მიეცემა დაამტკიცოს, რომ მისი ხარისხი კიდევ უზარმაზარია და ყველაფერი ჯერ არ გვინახავს. სკუდეტო? მოდით, ამ თემაზე ისევ 30 აგვისტოს შემდეგ დავილაპარაკოთ”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია, არანაირი ლივერპული: მწვრთნელი გიორგიზე

რა დღეშია დინამო არენა: ალბანეთთან მატჩი შეიძლება ისევ დინამოზე ჩატარდეს