საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES Football Observatory) 2023 წლის რეიტინგების გამოქვეყნება დაიწყო და ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა შემტევების ჩამონათვალია. ამ სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მე-7 ადგილზე დააყენეს.
ისე საინტერესო ათეული გამოვიდა. პირველი სამი ადგილი ინგლისში მოთამაშეებმა დაიკავეს, მერე არაევროპული გუნდი მოდის და პლუს ორი თურქული გუნდი.
შესაძლოა ბევრი არ დაეთანხმოს, მაგრამ Cies-მა ნათამაშები წუთები, გოლები, საგოლე პასები დაითვალა და ისე შეადგინა რეიტინგი.
- მარკუს რაშფორდი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 81.8
- ჯეკ გრილიში, „მანჩესტერ სიტი“ – 81.2
- კაორუ მიტომა, „ბრაიტონი“ – 77.2
- იანიკ კარასკო, „ალ შაბაბი“ – 73,8
- გაბრიელ მარტინელი, „არსენალი“ – 73,5
- დუშან ტადიჩი, „ფენერბახჩე“ – 73.4
- ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 71.7
- კერემ აქტურქოღლუ, „გალათასარაი“ – 71.1
- პედრო გონსალვეში, „სპორტინგი“ – 70.1
- რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 69.8
GIPHY App Key not set. Please check settings