in

ხვიჩა: რონალდო ჩემი კუმირია. მიხარია, რომ მოედანზე შევხვდები… აბა ვნახოთ რა მოხდება

ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოსთან მოედანზე შეხვედრაზე ოცნებობდა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა აიღო ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბოლოს შეეძლო ჩეხეთი სულაც დაემარცხებინა (1:1).

ახლა დაგვრჩა ბოლო გადამწყვეტი შეხვედრა თვით პორტუგალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან, რომელმაც პირველი ადგილით გასვლა უკვე გაინაღდა და რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის უდიადესი კრიშტიანო რონალდო ჰყავს.

ჩეხეთთან თამაშის შემდეგ ხვიჩამ კომენტარი გააკეთა და მომდევნო დაპირისპირებაზეც ისაუბრა:

„ბოლომდე ვიბრძოლებთ სანამ შანსი გვაქვს. ჩვენ პატივს ვცემთ პორტუგალიას, მაგრამ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ყველაფერია შესაძლებელი.
რონალდო ჩემი კუმირი იყო. ბედნიერი ვარ, რომ მას მოედანზე შვეხვდები. ეს ჩემი ოცნება იყო. და ვნახოთ რა მოხდება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს ახალი რეკორდები: სარეკორდო მოგება, საგოლე პასი, მატჩები და ა.შ.

გვაწყობს თუ არა პორტუგალიასთან ფრე: ვის და რას ვქომაგობთ