ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავზე ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო საკითხების ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა. „ნაპოლისა“ და პსჟ-ის პრეზიდენტებმა, აურელიო დე ლაურენტისმა და ნასერ ალ ხელაიფიმ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირაში ჩანიშნა“, – წერს რომანო სოციალურ ქსელში.
კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს ოფციონის წესით (4+1) გააფორმებს, ანუ 4 წლის შემდეგ პსჟ-ის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს 10 მილიონს – ბონუსების სახით.
ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. აქამდე რეკორდი სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გიორგი მამარდაშვილმა დაამაყარა, რომლის ტრანსფერშიც „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
კვარაცხელიას და ოსიმენის ოქროს წყვილი მალე პარიზში აღდგება
იტალიური „რეპუბლიკა“ ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება და კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც იცით, პარიზულმა კლუბმა ზაფხულში „ნაპოლის“ კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. გამოცემის მტკიცებით, ნიგერიელი ქართველის ახალ გუნდში შეიძლება ივლისში გადავიდეს და ოქროს წყვილი დიდი ალბათობით აღდგება. ამის შესახებ საფრანგეთში მიმდინარე „კვარას“ ტრანსფერზე მოლაპარაკებებზე იყო საუბარი.
აღნიშნულია, რომ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგება სავსებით რეალურია, მაგრამ ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 200 მილიონის ნაცვლად 150 მილიონს დასჯერდება. თუმცა,
ორ ფეხბურთელში ამხელა თანხის მიღება ნეაპოლური კლუბისთვის სარეკორდო იქნება.
შეგახსენებთ, ვიქტორი ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, რომლის რიგებში თურქეთის სუპერლიგის 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
–
კვარაცხელია თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა
AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა:
„ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“.
რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის
ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.
–
“კვარას” პსჟ-ში კოლო მუანი არ დახვდება
“პარიზიენის” ცნობით, პსჟ-ის 26 წლის თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი იჯარით “იუვენტუსში” გადადის. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დღეს გააფორმებენ კონტრაქტს.
პარიზული კლუბი ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტის შეტანას არ დათანხმდა. მან ამ სეზონში ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დღეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად პარიზში ხვიჩა კვარაცხელია ჩავა, რომელსაც “პარი სენ ჟერმენი” 75 მილიონ ევროდ შეიძენს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings