in

ხვიჩა პსჟ-ს უნდა და დაელაპარაკნენ კიდეც: ნაპოლი დიდ ფასს ადებს და ესეც სალაპარაკოა

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელოს.

RMC Sport-ის ჟურნალისტის ფაბრის ჰოკინსის მონაცემებით, „ნაპოლის“ ფეხბურთელის გარემოცვა უკვე შეხვდა პსჟ-ს ხელმძღავნელობას ამ ზაფხულს შესაძლო ტრანსფერზე.

ამ მომენტისთვის მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

„ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელში 100 მილიონზე მეტს მოითხოვს.
Corriere dello Sport წერს, რომ კლუბი კვარაცხელიას 120-130 მილიონად აფასებს. თანაც „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას გაშვება არ უნდა.

კლუბის წარმომადგენლები ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელს და მამას უკვე შეხვდნენ და ალბათ კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

მოგეხსენებათ, ადრე დაიწერა, რომ ჩვენიანის მიმართ ინტერესს „ბარსელონაც“ გამოხატავდა.

“ტრანსფერმარკტის” მონაცემებით, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით ატლეტიკო დაინტერესდა

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა