ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ პენალტისტთა შორის დაბრუნდა.
La Gazzetta dello Sport-მა ის ფეხბურთელები ჩამოწერა, ვინც თავიანთ გუნდებში პენალტებს, ჯარიმებსა და კუთხურებს შეასრულებენ. „ნაპოლის“ მთავარი პენალტისტი მატეო პოლიტანოა, მერე კი ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი მოდიან. ჯარიმებს პოლიტანო, კვარა და მარიო რუი დაარტყამენ, ხოლო კუთხურებს ხვიჩა და პოლიტანო მოაწვდიან.
კვარაცხელია საჯარიმოებს და კუთხურებს აქამდეც ასრულებდა, მაგრამ რამდენიმე პენალტი ვერ გაიტანა და ამ საქმეს შეეშვა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კვარაცხელიამ იტალიის თასზე, „მოდენასთან“ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში თავადაც დაარტყა და გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings