ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია.
სულ ექვსი ფეხბურთელი გამოარჩიეს. გავიხსენოთ, რომ ჩვენიანმა ოქტომბერში ორი გოლი გაიტანა – „ემპოლისთან“ და „მილანთან“ ულამაზესი.
სერია A-ს ოქტომბრის თვის მოთამაშის ჯილდოზე წარდგენილები არიან:
იასინ ადლი, „ფიორენტინა“
ფრანსისკო კონსეისაო, „იუვენტუსი“
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“
ნუნო ტავარეში, „ლაციო“
მატეო რეტეგი, „ატალანტა“
მარკუს ტურამი, „ინტერი“
ხმის მიცემა ყველას შეუძლია აი ამ ბმულზე.
კვარაცხელია თავის პირველ სეზონში სამჯერ იყო თვის MVP. წელს სექტემბერში საუკეთესოდ აღიარეს და ნომინანტთა შორის აგვისტოშიც იყო. ასე რომ, ამ სეზონში ჯილდოს ნომინანტებში სამივე თვეში იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings