მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა, ერთადერთი შეკითხვაღა დარჩა: ითამაშებდა თუ არა კვარაცხელია 6 ივლისს ბრატისლავაში? სამწუხაროდ, ბათუმის „დინამოს“ ხვიჩას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
მოკლედ, სიტუაცია ასეთია. პირველ ივლისს, „ნაპოლი“ კვარას ტრანსფერს დაადასტურებს. 7-ში ხვიჩა იტალიაში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საწვრთნელ პროცესშიც ჩაერთვება.
14 და 17 ივლისს კი „ნაპოლის“ ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული.
GIPHY App Key not set. Please check settings