ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომ ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.
„ნეაპოლელები ფეხბურთით ცხოვრობენ, ამას ჩამოსვლის დღიდანვე მივხვდი. „დიეგო მარადონაზე“ პირველად თამაშის დროს თავი ნამდვილ პროფესიონალად ვიგრძენი.
ნეაპოლელები ჩვენგან ბევრს ელიან, ამიტომ საჭიროა ყოველთვის უმაღლეს დონეზე მუშაობა. მადლობელი ვარ მათი ამ სიყვარულისთვის.
ქართველების მსგავსად ნეაპოლელები ოჯახს ყველაზე წინ აყენებენ, ამიტომაც თავს ისე ვგრძნობ როგორც შინ“, – თქვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა.
ხვიჩა გაგახსენებთ „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულიდან შეუერთდა.
GIPHY App Key not set. Please check settings