in

ხვიჩა ნახევარფინალშია და რეალს შეხვდება: პსჟ-მ ბაიერნს 9 კაცით მოუგო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. პარიზელებმა მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ მოუგეს – 2:0.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე შეცვალეს. და ისიც ალბათ იძულებით, რადგან პსჟ კაცნაკლული დარჩა და დამატებითი მცველი გახდა საჭირო. ბარემ ვთქვათ, რომ ფრანგებმა შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრეს, პაჩო და ლუკა ერნანდესი გააგდეს. თუმცა სწორედ 9-კაციანმა პსჟ-მ გამოიჭირა გასათანაბრებლად წასული „ბაიერნი“ კონტრშეტევაზე და დემბელემ ზუსტად ჩასვა კუთხეში.

რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენიანი ტრადიციულად აქტიური იყო და მცველებს გასაქანს არ აძლევდა. მის წინააღმდეგ ხშირად დაზღვევაც სჭირდებოდათ.
ერთხელ მახვილი კუთხიდან კარს ოდნავ ააცილა, მისი პასით საგოლე მომენტიც შეიქმნა, დუემ გაანიავა, რომელსაც ხვიჩასთვის პასის დაბრუნება მართებდა. 35-ე წუთზე კი მცველებს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა, კუთხიდან ნოიერსაც მიუახლოვდა, მაგრამ საბოლოოდ მეკარემ იმარჯვა.

მეორე ნახევარში ფრანგებმა ორი მომენტი კვარაცხელიას აქტიურობით შექმნეს. ხვიჩამ 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ბრედლი ბარკოლა გაიყვანა, მაგრამ ნოიერმა 100%-იანი მომენტი გააუვნებელყო. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოსთან ბურთი ჩაჭრა, დემბელეს მიაწოდა, რომელმაც ცარიელ კარს ააცილა.

კვარაცხელიას შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.5.

პსჟ – ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 დუე (79), 2:0 დემბელე (90+6)
გაძევება: პაჩო (82, პსჟ), ერნანდესი (90+2, პსჟ)

9 ივლისს, 23:00 საათზე ნახევარფინალში პსჟ მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. საინტერესოა კილიან მბაპეს შეხვედრა თავის ყოფილ გუნდთან, მაგრამ ჩვენთვის ცხადია პირველ რიგში კვარას თამაში გვაინტერესებს მისთვის საყვარელ გუნდთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ხვიჩა და პსჟ ბაიერნს ეთამაშებიან: გოლია გასატანი… გუნდი ფორმაშია

საქართველოს ირლანდიამ ლელო დაუდო: ამ დონის რაგბს ჯერ არ ვთამაშობთ