ხვიჩა კვარაცხელია პირველსავე იტალიურ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ახლა ნეაპოლში დიდი ზეიმია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი სწორედ ახალგაზრდა ქართველია.
ხვიჩას ფასი შესანიშნავი თამაშის გამო დიდად გაიზარდა და უამრავი დიდ კლუბზე ითქვა, რომ ჩვენიანის გადაბირება სურს.
„ნაპოლიში“ კი ალბათ გარკვეული ცვლილებები იქნება. ისიც კი დაიწერა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტის შემცვლელები გამოიძებნაო. ოსიმენის დაკავებაც რთული იქნება.
რაც შეეხება კვარას, Corriere dello Sport ამბობს, რომ ქართველი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ცხადია კვარაცხელიას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ . ფეხბურთელი კიდევ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2028 წლის ზაფხულამდე იქნება.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო გახდება, გარდა ამისა გაიწერება ბონუსებიც.
შეგახსენებთ, კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ წელს ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდა. ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წელს იწურება.
GIPHY App Key not set. Please check settings