„გარდიანმა” მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბრიტანული გამოცემა ამას ყოველწლიურად აკეთებს. გამოცემა ბოლოდან მოყვება ხოლმე და თანდათან ასაჯაროებს საუკეთესოებს.
ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ უკვე გაირკვა რომელი ადგილები მიუჩინეს ქართველ ფეხბურთელებს: გიორგი მამარდაშვილი მე-80 ადგილზეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 49-ზე.
აი როგორ ახასიათებენ ჩვენებს.
მამარდაშვილზე:
„2024 წელი ძალიან დატვირთული აღმოჩნდა ქართველი მეკარისთვის. მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოცდა ჩააბარა და “ვალენსიაშიც” ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. მამარდაშვილის ნიჭის წარმოჩენას ხელს უწყობს დაცვის სუსტი თამაშიც. ხშირად ხდება, რომ მისი თამაში ყველაზე შთამბეჭდავია ესპანეთში.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი რომ დაძლია, ამაში მამარდაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი ითამაშა.
“ლივერპულმა” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა და ის ამჟამად იჯარით თამაშობს “ვალენსიაში”. ჩვენს რეიტინგში ის ამ დროისთვის მხოლოდ ალისონ ბეკერზე უკანაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს კიდეც “ლივერპულში”.
კვარაცხელიაზე:
„ნაპოლის” არცერთ ფეხბურთელს ტიტულის დასაცავ სეზონში არ უჩვენებია იმდენი, რამდენიც კვარაცხელიას. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლი” მე-10 ადგილზე გავიდა და სამი მწვრთნელის ხელში გაიარა, კვარაცხელიამ, რომელსაც “კვარადონას” ეძახიან, მაინც მოახერხა 11 გოლის გატანა, თან ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშისას.
შემდეგ მან გაიტანა საქართველოს ნაკრების პირველი გოლი პორტუგალიასთან მოულოდნელ გამარჯვებაში, რამაც მისი ქვეყანა ევრო 2024-ის პლეი-ოფში გადაიყვანა“.
GIPHY App Key not set. Please check settings