„გარდიანმა“ 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს თანდათან ასახელებს და ბოლოდან მოყვება. გამოცემამ კიდევ 30 ფეხბურთელი დაასახელა და აქ უკვე მოხვდა ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიაც – ქართველი ფეხბურთელი მე-14 პოზიციაზე გაიყვანეს და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც თუნდაც ვინისიუსი და ბელინგემი არიან, რომ არაფერი ვთქვათ მესიზე და 50-ეულში მოხვედრი რონალდოზე.
რეიტინგი ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარმა ჟიურიმ განსაზღვრა. ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი ტოპ-ასეული შეადგინა, სადაც პირველ ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა 40 ქულა მიიღო, ხოლო მე-40 ადგილზე გასულმა – ერთი.
მე-40-დან მე-11 ადგილამდე მოთამაშეები არიან:
40. დენზელ დამფრისი (ინტერი)
39. სერუ გირასი (დორტმუნდი)
38. დომინიკ სობოსლაი (ლივერპული)
37. ფედერიკო ვალვერდე (რეალი)
36. ფლორიან ვირტცი (ლივერპული/ბაიერი)
35. ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული)
34. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
33. უილიამ სალიბა (არსენალი)
32. მოისე კაისედო (ჩელსი)
31. ლუის დიასი (ბაიერნი/ლივერპული)
30. ტიბო კურტუა (რეალი)
29. გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი)
28. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი/არსენალი)
27. ფაბიან რუისი (პსჟ)
26. ბუკაიო საკა (არსენალი)
25. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო)
24. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
23. ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული)
22. ვინისიუსი (რეალი)
21. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
19. სკოტ მაკტომინაი (ნაპოლი)
18. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
17. ჟოაო ნევეში (პსჟ)
16. დეზირე დუე (პსჟ)
15. დეკლან რაისი (არსენალი)
14. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
13. ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი/პსჟ)
12. კოულ პალმერი (ჩელსი)
11. ნუნო მენდეში (პსჟ)


GIPHY App Key not set. Please check settings