სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მომენტების შექმნის ინდექსი გამოთვალა. გაითვალისწინეს პასების სიხშირე, რომლებსაც გოლი მოსდევს ან რეალური შანსების სიხშირე, გოლისწინა პასების რაოდენობა, აგრეთვე პასები, რომლებიც სახიფათო ზონაში ადრესატამდე მივიდა.
რეიტინგში მოხვდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 360 წუთი ითამაშეს:
ჩვენთვის სიანტერესოა, რომ მომენტების შექმნის ინდექსის რეიტინგში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველი მე-14 პოზიციაზეა, თუმცა სხვაობა მინიმალურია და სულ რამდენიმე თამაშში არის შესაძლებელი თუნდაც ხუთეულში ანაცვლება.
ჟოაო ნევეში (პსჟ) – 99,4
ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 98,2
ინიგო ვისენტე (რასინგი) – 94,4
კოულ პალმერი (ჩელსი) – 94,3
რიკი პუჩი (ლოს ანჯელეს გელაქსი) – 94
აკრაფ აფიფი (ალ-სადი) – 93,4
ბიბრას ნატჰო (პარტიზანი) – 92,4
მუსა დიაბი (ალ-იტიჰადი) – 92,4
რომანო შმიდი (ვერდერი) – 90,9
მილოტ რაშიცა (ბეშიქთაში) – 90,3
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 90,3
ალექს ბაენა (ვილიარეალი) – 90,2
იაგო ასპასი (სელტა) – 89,9
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 89,5
მატეუს სავიო (კაშივა) – 87,7
GIPHY App Key not set. Please check settings