in ,

ხვიჩა კვარაცხელია: ჩემი ნაპოლიში ტრანსფერი ქვეყანას წაადგება

„ნაპოლიში“ გადაბარგებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსეთიდან წამოსვლისა და მისი იტალიაში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.


„ვფიქრობ, როცა პატარა ქვეყნიდანა ასეთ დიდ გუნდში მიდის ფეხბურთელი, ეს ქვეყანას წაადგება. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება ჩემთვის, ასევე მოტივაციაა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რათა უფრო მეტი იმუშაონ, რადგან პატარა ქვეყნიდან დიდ ფეხბურთში წასვლა შესაძლებელია“ – კვარა პირველი ქართველი არ არის ტოპ ჩემპიონატში და ამ წინადადებაში 90-იანებს ანდაც 2000-იანებს არ ვგულისხმობთ. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი – მამარდა უკვე „ვალენსიას“ უცვლელი წევრია, ხოლო აბუაშვილსა და ქოჩორაშვილს ველით დიდ ასპარეზზე.

„რუსეთი იმიტომ დავტოვე, რომ ამას საჭიროება მოითხოვდა და საქართველოში სათამაშოდ წავედი. ვფიქრობ, ჩემი ქვყენის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ – ამ თემაზე ზედმეტი კომენტარი, საჭირო ნაღდად არაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

BBC-მა სტერლინგს ბოდიში მოუხადა

ლევანდოვსკის საგა გრძელდება, მანჩესტერმა მარტინესი გაიფორმა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები