საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: ევრო 2024-ის ჯგუფში, გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიას 2:0 მოვუგეთ და 1/8 ფინალში გავედით.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. უკვე მე-2 წუთზე საჯარიმოში შევარდა და მარცხენა კუთხიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ხვიჩა ამის გარდაც აქტიური იყო, მოსვენებას არ აძლევდა მეტოქეს, ორჯერ ზუსტად დაარტყა, ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და უდიდესი წვლილი შეიტანა წარმატებაში.
შეგვძლებია: სულ წინ ვივლით – ხვიჩა გაჩერებას არ აპირებს
უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კვარაცხელია დაასახელა.
შეგახსენებთ, მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთთან საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings