in

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში მეათეა: კვარა ბენზემაზე წინაა

ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემა goal.com-მა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2023 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტთა რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგი რა თქმა უნდა პირობითია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც მაში ქართულ სახელ-გვარს ამოიკითხავ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მეათე ადგილს იკავებს.

“ევროპული სეზონის აქამდე უცნობი ვარსკვლავი “კვარადონა” “ნაპოლის” სერია ა-ს ლიდერობის მიღწევაში ძალიან დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო სამი მატჩი გამოტოვა, იგი სერია ა-ში გოლი+ასისტი საუკეთესოა.”-წერს გამოცემა ქართველზე

ხვიჩა კვარაცხელია ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც: ფედე ვალვერდე (რეალი); ლეროი სანე (ბაიერნი); ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი); ჰარი კეინი (ტოტენჰემი) და ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი კარიმ ბენზემაა (რეალი).

პირველ-მეორე-მესამე ადგილს “პსჟ”-ს შემტევი ტრიო ინაწილებს-მესი, ნეიმარი, მბაპე (ამ თანმიმდევრობით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე მეტი ფსონი არგენტინის ჩემპიონობაზე იდება – მესის და ალბისელესტეს ისტორიული მისია

ინგლისი მსოფლიოზე ყველაზე ძვირია: რა ღირს მუნდიალის გუნდები