in

შეუძლებელი არაფერია, ვეცდებით ჯგუფიდან გავიდეთ: ფეხბურთელების კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა 3:1.
მოგებული თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდი ლიდერებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

საქართველომ მოიგო და ევროპაზე კარგ ხასიათზე მიდის

ხვიჩა კვარაცხელია:
“გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ნაკლოვანებები დავინახეთ, რაზეც მუშაობა გვჭირდება. მეტოქეს წარმოუდგენელი გადასვლები ჰქონდა და კონტრშეტევაზე კარგად გადმოდიოდა. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით, შემდეგ კი ავნერვიულდით, რაც ნორმალურია. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. სექტემბრისთვის გაცილებით უკეთ მოვემზადებით. ივნისში სათანადოდ სათამაშოდ მზად არ აღმოვჩნდით, რადგან ყველას სეზონი დაუსრულდა და შვებულებაზე ფიქრობდნენ.

ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, ვეცდებით, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, რადგან ეს ჩვენი მიზანია. კარგი გუნდი გვყავს, არ ვუყურებთ მეტოქეების სახელებს, ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ გამარჯვება გვსურს, ტურისტებად არ მივდივართ, ჩვენი მიზნები გვაქვს და ვფიქრობ, რომ მეტოქეებსაც არ უხარიათ ჩვენთან თამაში”.

გიორგი მიქაუტაძე:
“კარგი ემოციაა, გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანე და მოვიგეთ. შეგვიძლია, რომ უკეთესად ვითამაშოთ, თუმცა ვემზადებით და თურქეთთან თამაშამდე კიდევ ერთი კვირა დაგვრჩა. დასვენებისთვის 2-3 დღე მქონდა, ბევრი დრო არა, მაგრამ დავისვენე და აქ ჩამოვედი, რომ ნაკრებს დავეხმარო”.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს – საქართველოს ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოსტონი სერიაში 2-0 დაწინაურდა

საქართველომ მოიგო და ევროპაზე კარგ ხასიათზე მიდის