“ნაპოლის” ერთ-ერთ ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიას ექიმთან კონსულტაცია დასჭირდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ჩვენიანს შესაძლოა გამოეტოვებინა სათასო მატჩი „მოდენასთან“. ითქვა, რომ ხვიჩამ მარჯვენა ფეხის კუნთის დისკომფორტის გამო არ ივარჯიშა.
კვარაცხელიას არ უვარჯიშია: რა ხდება – განგაში კასტელ დი სანგროდან
საბედნიეროდ გაირკვა, რომ კვარაცხელიას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის უბრალოდ დაასვენეს. ხვიჩა გუშინ საერთო ჯგუფთან ერთად სრულად დაიტვირთა.
„ნაპოლის“ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ხვალ, შაბათს აქვს, იტალიის თასზე “მოდენასთან”.
ეს თამაში “დიეგო მარადონაზე” ჩვენი დროით 23:15 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings