ხვიჩა კვარაცხელია მოედანს მალე დაუბრუნდება და დიდი ალბათობით სერია ა-ს მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას, როდესაც „ნაპოლი“ შინ „სასუოლოს“ შეხვდება.
რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ კვარაცხელიამ საწვრთნელი პროცესი განაახლა. მან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ქართველმა თავდამსხმელმა „ფროსინონესთან“ პირველი ტურის შეხვედრა კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა. ამ მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა.
ჩემპიონატის მეორე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „სასუოლოს“ კვირას, 27 აგვისტოს უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings