in

ხვიჩა კალცონას ხელში ყველაზე კარგი დამრტყმელია: ნაპოლის ევროპის შანსი გაუჩნდა

ევროპა ლიგის ნახევარფინალში “რომასა” და “ატალანტას”, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში კი “ფიორენტინას” გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენელი და შესაძლებელია ექვსითაც.

ამისთვის ევროპა ლიგა ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა უნდა მოიგოს, ოღონდ სერია A-ში ოთხეულს მიღმა უნდა დარჩეს.

ამჟამად “რომა” ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ატალანტა” – მეექვსეზე. 49 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ბერგამოულ გუნდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “რომასა” და “ატალანტას” 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ტურნირის
დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ევროტურნირებისთვის მებრძოლი მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, “ემპოლის” ესტუმრება, სადაც გასულ ტურში 19 წლის საბა გოგლიჩიძე განაცხადს დაუბრუნდა. “სტადიო კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) გუნდები შაბათს, 20 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ითამაშებენ.

მას შემდეგ, რაც ფრანჩესკო კალცონა გუნდშია (თებერვლის შუა რიცხვებიდან), ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი სერია ა-ში კარში ყველაზე მეტ დარტყმაში მონაწილეობენ. ამ პერიოდში ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა და სამჯერ პარტნიორებს გაატანინა (სულ 10 გოლი, 7 “ასისტი”), ვიქტორის ანგარიშზე 7 შედეგიანი დარტყმა (სეზონში 13 აქვს) და “კვარასთვის” შესრულებული საგოლე პასია (სეზონში -3).

პირველ წრეში, 12 ნოემბერს, “ემპოლიმ” “სტადიო მარადონაზე” (1:0) გაიმარჯვა. კვარაცხელია მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, რუდი გარსია კი შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს. ისე კი, ნეაპოლელელბმა უახლოეს მოწინააღდმეგეს ბოლო ექვსიდან ოთხი მატჩი მოუგეს. “ემპოლის” უჭირს, მაგრამ გუნდს “გადარჩენის სპეციალისტი” დავიდე ნიკოლა თავკაცობს.

კვარაცხელია, რომელმაც გასტროენტერიტის გამო ოთხშაბათს “ნაპოლის” ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
ხვიჩამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

“რეპუბლიკას” ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო “კარპის” ეთერში “ნაპოლის” წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა:

“სპალეტი “ნაპოლის” დაცემაში პირველი დამნაშავეა. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა.
უკეთესი იქნებოდა, ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა – განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო წავიდა, შემდეგ კი პირველივე მატარებელს შეახტა და იტალიის ნაკრებში დასაქმდა.
მე ეს თვალთმაქცობა არ მომწონს, ცბიერების წინააღმდეგი ვარ”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ევროპაზე კარგად ითამაშებს: ვილი სანიოლის ინტერვიუ საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე

სუპერკომპიუტერმა შანსები გადათვალა: ვინ არის ახალი ფავორიტი?