ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩა თვის საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონში პირველად, კარიერაში კი მეოთხედ გახდა. ის გასულ სეზონში ორჯერ, ხოლო ამ სეზონში ერთხელ იყო ნომინანტებში.
სექტემბერი ხვიჩასთვის ყოველმხრივ ნაყოფიერი გამოდგა. სანაკრებო თამაშების ჩათვლით, მისი მონაგარი 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო უშუალოდ სერია A-ში 2 გოლი გაიტანა და ერთიც ასისტი მიამატა.
კვარაცხელიას კონკურენციას უწევდნენ ბრემერი (“იუვენტუსი”), პატრიკ კუტრონე (“კომო”), სანტიაგო კასტრო (“ბოლონია”), ფედერიკო დიმარკო (“ინტერი”) და კრისტიან პულიშიჩი (“მილანი”).
ხვიჩას პრიზს 26 ოქტომბერს “ლეჩესთან” საშინაო მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.
შეგახსენებთ, კვარაცხელია აგვისტოშიც იყო წარდგენილი ამ ნომინაციაზე, მაგრამ მაშინ “ინტერის” ფორვარდმა მარკუს ტურამმა გაიმარჯვა.
ამასთან, თვის საუკეთესო მწვრთნელი “ნაპოლის” თავკაი ანტონიო კონტე გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings