in

ხვიჩა ისევ ვერონაში დაიწყებს, კარგად აქვს დაცდილი

იტალიის ახალი ჩემპიონატი 18 აგვისტოს აირებს სტარტს. უკვე გამოქვეყნდა სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის კალენდარი.
“ნაპოლი” პირველ ტურში სტუმრად ითამაშებს “ვერონასთან”. გახსოვთ ალბათ კვარაცხელიას საოცარი იტალიური თავგადასავალი სწორედ ამ გუნდთან სტუმრად თამაშით დაიწყო: 2022 წლის 16 აგვისტოს პირველი თამაში სერია ა-ში და პირველი გოლები.

თუმცა „ნაპოლის“ ჯერ ის აქვს მოსაგვარებელი, რომ ხვიჩა დაიტოვოს და მდიდარმა ბობოლებმა არ გადაიბირონ.

ჯერჯერობით “ტორინოშია” საბა საზონოვი. საბა გოგლიჩიძე დარჩა “ემპოლიში” და იმედია შანსიც მიეცემა.

I ტური
18 აგვისტო

მილანი-ტორინო
ბოლონია-უდინეზე
კალიარი-რომა
ემპოლი-მონცა
ჯენოა-ინტერი
იუვენტუსი-კომო
ლაციო-ვენეცია
ლეჩე-ატალანტა
პარმა-ფიორენტინა
ვერონა-ნაპოლი

„ნაპოლის პირველი საშინაო მატჩი 25 აგვისტოს აქვს, „ბოლონიასთან“. დიდი გუნდებიდან კი მე-5 ტურში უწევს „იუვენტუსი“, 22 სექტემბერს ტურინში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო სამ იტალიურ გუნდს უნდა

ირლანდია გამოირიცხა: სანიოლმა საქართველოსთან მოლაპარაკება დაიწყო