ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სერია ა-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელობის წოდებაზე აცხადებენ პრეტენზიას.
პრეტენდენტთა შორის არიან ანხელ დი მარია („იუვენტუსი“), ვიკტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), ალეკსეი მირანჩუკი („ტორინო“) და ფედერიკო ბასკიროტო („ლეჩე“).
თებერვალში „ნაპოლიმ“ 4 მატჩი ითამაშა და 4-ვე მოიგო – „სპეციასთან“ სტუმრად 3:0 (გოლი და საგოლე პასი), შინ „კრემონეზესთან“ 3:0 (გოლი), სტუმრად „სასუოლოსთან“ (გოლი) და „ემპოლისთან“ 2:0.
კვარცხელიამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings