იტალიის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. ჩვენიანმა EA Sports-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა.
კვარაცხელიამ გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა „ლეჩეს“ მოთამაშე ფედერიკო ბაშიროტოს, „იუვენტუსის“ ანხელ დი მარიას, „ტორინოს“ ალექსეი მირანჩუკსა და თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო EA Sports-ის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება.
თებერვალში „ნაპოლიმ“ 4 მატჩი ითამაშა და 4-ვე მოიგო – „სპეციასთან“ სტუმრად 3:0 (გოლი და საგოლე პასი), შინ „კრემონეზესთან“ 3:0 (გოლი), სტუმრად „სასუოლოსთან“ (გოლი) და „ემპოლისთან“ 2:0.
კვარცხელიამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings