დღეს, 4 იანვარს, ლიგა 1-ის მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ თანაქალაქელ “პარიზს” უმასპინძლებს, თუმცა შესაძლოა ჩვენიანმა ვერ ითამაშოს. არსებული ინფორმაციით ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი თამაში საეჭვოა.
ქართველი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მხოლოდ სპორტდარბაზში დაიტვირთა.
ითამაშებს თუ არა, ამას მწვრთნელი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს.
“პარიზიენი” წერს, რომ ლუის ენრიკე ალბათ არ გარისკავს და ხვიჩას თადარიგში დატოვებს, მოედანზე კი ბარკოლა გავა.
პსჟ-სა და “პარიზის” შეხვედრა, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.



GIPHY App Key not set. Please check settings