ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ქართველი ფეხბურთელისთვის და ზოგადდ ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა. მართალია ლიგა უკვე მოგვიგია (კახა კალაძე, თანაც ორჯერ), მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს არც კვარაცხელიას დამსახურებას და არც მომდევნო წლებში წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებს.
ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია: ხვიჩა გოლებში მონაწილეობდა
ხვიჩამ „არსენალთანაც“ მშვენივრად ითამაშა, მატჩის შემდეგ კი მცირე კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო. თითქოს სიზმარია. „ინტერთან“ რთული თამაში გველოდება. ამ გუნდს პატივს ვცემთ, მანაც დაიმსახურა ფინალში თამაში. თუმცა, ჩვენც ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. თასის პარიზში ჩამოსატანად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება“.
GIPHY App Key not set. Please check settings