ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“-„ლაციოს“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა, თუმცა ქართველი მოედანზე დარჩა და შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა, – ამის შესახებ გაზეთი Il Mattino წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე სავარჯიშოდ გავიდა და ვითარება კიდევ უფრო ნათელი გახდა. მან ვარჯიში უბურთოდ დაიწყო – უპირველესად, აუზში, რადგან ტრავმირებულია. ხვიჩას კუნთები თითქოს ფოლადის იყო, მიუხედავად ყველა შეხვედრაში არაერთი დარტყმისა, მაინც თამაშობდა. კვირა საღამოს მსაჯმა მარუშიჩის უხეშობაზე არც კი ჩასტვინა, შეცდომა ვერც VAR-მა გამოასწორა. არადა, კვარაცხელია უფრო დაცული უნდა იყოს.
სამწუხაროდ, ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ მუხლი მსუბუქადაა დაზიანებული და კვარაცხელია 2024 წელს მოედანზე ვეღარ გავა. უარეს შემთხვევაში, ის მოედანს ერთ თვეში დაბრუნდება. კვარაცხელია, შესაძლოა, მზად იყოს 5 იანვარს „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის ან, უფრო სავარაუდოა, „ვერონასთან“ 12 იანვარს ჩასატარებელი დაპირისპირებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია რეაბილიტაციის პროცესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კონტესთვის დიდი უბედურებაა“, – აღნიშნავს Il Mattino.
ამავე დროს, Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნეაპოლურ კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
„კვარაცხელიას გარემოცვა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს, რომლის მიზანიც კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაა. მხარეების პოზიცია ერთმანეთს მიუახლოვდა და დასასრულიც ახლოსაა“, – ამტკიცებს Corriere dello Sport-ი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings