ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო დრიბლიორი მოჰამედ კუდუსი იყო.
სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა იმ ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ამ სეზონში ყველაზე წარმატებული დრიბლიორები არიან. ამ მიზნით, გამოითვალა ინდექსი, რომელიც ასახავს მოწინააღმდეგის მოტყუების წარმატებული მცდელობების რაოდენობას და სიხშირეს (მათ შორის, თუ ამას მოჰყვა ჯარიმა). მხედველობაში მიიღეს მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებმაც მოედანზე მინიმუმ 360 წუთი გაატარეს.
ტოპ 10-ში შედიან:
- მოჰამედ კუდუსი (ვესტ ჰემი), მეტოქის მოტყუების ინდექსი – 92,6.
- ილიმან ნდიაე (ევერტონი) – 87,3.
- ნუნო ტავარეში (ლაციო) – 86,8.
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 86,5.
- ჩიდერა ეჯუკე (სევილია) – 86,4.
- ვინისიუსი (მადრიდის რეალი) – 86,2.
7-8. ფლორიან ვირცი (ბაიერი) – 85,4.
7-8. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 85,4.
9-10. რაულ მორო (ვალიადოლიდი) – 85.0.
9-10. დოდო (ფიორენტინა) – 85.0.
GIPHY App Key not set. Please check settings