in

ხვიჩა დღეს ძირითადში იქნება: კვარაცხელიათი ძალიან კმაყოფილი ვარ

„პარიზიენი“ წერს, რომ „ბრესტთან“ საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, პირველად დაიწყებს პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოდან თამაშს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველ შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განოხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს პირველ რიგში კვარაცხელიას შეეხება, რომელიც ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, ახლა კი შეიძლება ქართველი ძირითად თერთმეტეულში მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში ბრედლი ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.

პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა):
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა.

ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია აქ დიდი ხნით ჩამოვიდა. კმაყოფილი ხართ მისი დებიუტით?

დიახ, კმაყოფილი ვარ. ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ძნელია ქვეყნის, ენის გამოცვლა, შენმა ოჯახმა ახალ გარემოში შეგუება უნდა შეძლოს. ის აქ დიდი ხანი იქნება, ჩვენ არ ვჩქარობთ და ვცდილობთ თავისი უნარებით გუნდისთვის სასარგებლო იყოს. მე ვარჯიშებზე მისი საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არსად გვეჩქარება, გუნდში კარგადაა ინტეგრირებული. ეს პროცესი იმდენ
ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცხოვრებაძემ ევროპის ლიგის მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა 

Adidas-მა ისევ შექმნა სპეციალური ფორმები ქალთა ევროსთვის: აქ არის ქუჩის ხელოვნება, კუბიზმი და რენესანსი – ფოტო