in

ხვიჩა და პსჟ გავიდნენ: კვარას და პარიზის სუპერმატჩი ლივერპულში

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გავიდნენ – „ენფილდზე“ ტურნირის ფავორიტი „ლივერპული“ სანახაობრივ, მომენტებიან, სწრაფ, ლამაზ, სუპერმატჩში დამარცხებულია: 1:0 და პენალტების სერიაში 4:1.

ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ტრადიციულად აქტიურობდა, ცდილობდა ხიფათის შექმნას, გამწვავებას, ეხმარებოდა დაცვას… მოკლედ, ძალიან პროდუქტიული იყო. ორ ეპიზოდში დიდებული პასებით მეკარესთან პირისპირ დატოვა ბარკოლა და დემბელე, მაგრამ ამათმა ვერ გაიტანეს. ერთხელ თავად ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით სცადა გატანა, პირდაპირ ცხრიანში მიდიოდა, მაგრამ გრავენბერხის ფეხმა აისხლიტა. მეორე ნახევარში კი გარდაუვალი გოლისგან იხსნა საუთარი გუნდი, როდესაც ცარიელი კარიდან გამოიტანა. მატჩის ბოლოსკენ კი კიდევ ერთხელ სცადა ლამაზად გატანა, მაგრამ ოდნავ აცდა და დამატებითი დროც დაინიშნა.
კვარა 101-ე წუთზე შეცვალეს.
თამაში კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დონარუმამ, რომელიც ისედაც შესანიშნავი იყო, გმირობა გააგრძელა, ორი პენალტი მოიგერია და პარიზელები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ხვიჩას შეფასებებია: Whoscored – 7.8; Sofascore – 7.8, Flashscore – 7.2.

ლივერპული – პსჟ 0:1
გოლი: დემბელე (12).
პენალტების სერია: 0:1 ვიტინია, 1:1 სალაჰი, 1:2 რამუში, 1:2 დ. ნუნიესი (მეკარე), 1:3 დემბელე, 1:3 ჯოუნსი, 1:4 დუე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალაჰი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია, მბაპე მეორეა

პარიზს თუ არ ჩავთვლით… ფავორიტებმა მოიგეს – ჩემპიონთა ლიგა