in

ხვიჩა: დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების გზაზე

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო უშანსოდ და მსოფლიოზე მოხვედრის შანსი დაარგა. არ წაუვიდა თამაში გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელმაც სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.

აუცილებელია, ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე“!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს 22 წუთი და 5 ქულა ბოსტონთან

საბა ხარებაშვილი გარდიანმა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა