in

ხვიჩა გავიდა და ნაპოლიმ გაიტანა: კვარას ყველაზე კარგი ქულები დაუწერეს

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი „ვენეცია“ ბოლოსკენ გატეხა – 1:0.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და ასევე სასტარტოში დააყენეს მისი შემცვლელი ნერესი. ჩვენიანი ჩვეულ მარცხენა ფლანგზე იყო, ნერესი მარჯვნივ და მხოლოდ მაშინ გადავიდა მარცხენა მხარეს, როცა ხვიჩამ მოედანი დატოვა. სწორედ ნერესის ჩაწოდებულს და მცველის მიერ ასხლეტილ ბურთს მოჰყვა ერთადერთი გოლი.
ხვიჩა ამ დროისთვის უკვე გასული იყო, ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

კვარაცხელია, როგორც სჩვევია, აქტიური იყო. მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. კვარას, როგორც ყოველთვის, ეუხეშებოდნენ კიდეც და მსაჯმა მისი ერთი მეურვე გააფრთხილა.
მეორე ტაიმში კვარაცხელია დაცვის დასახმარებლადაც ჩადიოდა უკან, რამდენჯერმე კარში დარტყმაც სცადა, თუმცა უშედეგოდ – ხან აეჭრა, ხან საკმაო მანძილით ააცილა, ერთი შედარებით სახიფათო იყო, მაგრამ მაინც არაზუსტი.
სულ ოთხი მცდელობა ჰქონდა.

რაც შეეხება შეფასებებს, ის საუკეთესოა: flashscore – 8.5 (საუკეთესო ორივე გუნდში), whoscored – 7.7, sofascore – 8.0 (საუკეთესო თავის გუნდში და მეორე შედეგი „ვენეციის“ მეკარის შემდეგ).

ნაპოლი – ვენეცია 1:0
გოლი: რასპადორი (79)
გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (37, ნაპოლი)

„ნაპოლიმ“ ამ მოგებით 41 ქულა დააგროვა და „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, თუმცა 40-ქულიან „ინტერს“ სათამაშო აქვს.
მომდევნო შეხვედრას კი „ნაპოლი“ 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონის საუკეთესო ტრანსფერები: ვინ მოარტყა მიზანში

ჩაკვეტაძემ გაიტანა, მაგრამ ამან უოტფორდს არ უშველა