ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ სტუმრად „მონპელიე“ დაამარცხა – 4:1.
ჩვენიანი ამჯერად ბოლომდე სკამზე დარჩა. გონსალო რამუშმა ჰეთ-თრიკი შესრულა.
მომდევნო მატჩს პსჟ 17 მაისს შინ „ოსერთან“ ჩაატარებს.
მონპელიე – პსჟ 1:4
გოლები: 0:1 მეილიუ (44), 0:2 რამუში (50), 0:3 რამუში (59, პენ), 1:3 კულიბალი (64), 1:4 რამუში (65)
სერია A-ს 36-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ საკუთარ მოედანზე კაცნაკლულ „პარმას“ 2:1 მოუგო და 20-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ქართველი მცველი ბოლომდე სათადარიგო იყო.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-17 ადგილზეა და 18 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „მონცას“ შეხვდება.
სერია B-ში, „პალერმომ“ 2:0 აჯობა გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“, რომელიც კვლავ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. სტუმრებს 2 გოლი არ ჩაუთვალეს. პირველ ეპიზოდში კვერნაძის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა და ასხლეტილი კარში შეაგორეს, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ჩვენიანმა კარგად გააგრძელა შეტევა, მაგრამ მეკარაზე წესის დარღვევა დაფიქსირდა. კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 5.9.
შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმაც, რომლის „სალერნიტანა“ გასვლაზე „სამპდორიასთან’ დამარცხდა – 0:1. ლუკას შეფასება – 6.8.
ლატვიაში, ლაშა ოდიშარიას რფს 5:1 გაანადგურა „დაუგავპილსი“. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა 2 საგოლე პასი შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორ ლემაიჩზე (9.5) ოდნავ ნაკლები შეფასება მიიღო – 9.4. შეცვალეს 69-ე წუთზე. ოდიშარიას ანგარიშზე 4 შედეგიანი პასი და ერთი გოლია.
ჩინეთის პირველობაზე ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნმა” 4:2 დაამარცხა “ჟეჯიანი”. ქართველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
12 ტურის შემდეგ ყაზაიშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე პასია.
„ვიტესმა“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი ეგოიანი დაასახელა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს. ეგოიანმა 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუნდს 39 ქულა მოაკლდა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
ეგოიანი „ვიტესში“ „ტვენტემ“ იჯარით გაუშვა და არ არის გამორიცხული, მომავალი სეზონიდან ერედივიზიონში ვიხილოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings