ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L`Equipe წერს, რომ 13 დეკემბერს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” პსჟ-ში ტრანსფერზე მოლაპარაკების გადამწყვეტი ეტაპი გაიმართება.
სწორედ დღეს უნდა შეთანხმდეს საბოლოოდ ყველა დეტალი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რაც სრულად მოსალოდნელია, ხვიჩა უკვე ხუთშაბათს შესაძლოა, პარიზში ჩაფრინდეს და სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელად წარადგინონ.
L`Equipe გვაუწყებს, რომ ქართველის ხელფასი ახალ გუნდში 4-ჯერ ან 5-ჯერ გაიზრდება. შეხსენებისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა
–
„ვერონას“ დამარცხებამ და ზედიზედ მეხუთე გამარჯვებამ ეიფორიაში ჩააგდო „ნაპოლის“ გულშემატკივრები და ადგილობრივი მედია. calciomercato წერს, რომ ნეაპოლური გუნდი არ ფიქრობს კვარაცხელიაზე და მის გარეშე მიიწევს წინ.
„ეკიპი“ კი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს – „ნაპოლის“ და პსჟ-ის წარმომადგენლები დღეს „კვარას“ ტრანსფერის სწრაფად გადასაწყვეტად მორიგ შეხვედრას გამართავენ, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენი“ ქართველის 65-70 მილიონ ევროდ შეძენას და უკვე შუა კვირაში ფეხბურთელის დამატებას იმედოვნებს, რისი ოფიციალურად დადასტურება არ ისურვეს, რაც იმით ახსნეს, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ამის გაკეთება მართებული არასოდეს არ არის, რადგან ბოლო თვეებში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, რამეთუ როგორც ჩანს, ეს ორივე კლუბის სურვილია, განსაკუთრებით ფრანგულის, რომელიც ქართველის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანას ჩქარობს.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ ნამატჩევს DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩაზე მისი ადრე ნათქვამი არასწორად გაიგეს, იმედგაცრუებული არა ფეხბურთელზე, არამედ იმაზეა, სიტუაცია თავად რომ ვერ შეცვალა, „კვარა“ კარგი ბიჭია, გადაწყვეტილება თვითონ და კლუბმა უნდა მიიღონ, თუმცა ჯერ ხვიჩა „ნაპოლის“ წევრია და ასეთი შესანიშნავი მოთამაშის დაკარგა გულდასაწყვეტი იქნება.
–
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” შესაძლო წასვლამ ნეაპოლელი გულშემატკივრების ნაწილი კი გააბრაზა, მაგრამ არიან ისეთებიც, ქართველს განსაკუთრებულ მადლობას რომ უხდიან და ფეხბურთელისადმი ემოციური მიმართვაც გაავრცელეს.
IL PUNTO Brillante:
“ხვიჩა, აპატიე ყველას, ვინც შენი დიდი საქმეები დაივიწყა; აპატიე მათ, ვისაც “სასუოლოსთან” შენი გოლი აღარ ახსოვთ – ბურთით ფეხზე რომ იცეკვე; შეუნდე ყველას, ვისაც “ატალანტასთან” შენი ბრილიანტური მოქმედება დაავიწყდა – 7 ფეხბურთელის წინააღმდეგ; აპატიე მათ, ვისაც “იუვენტუსთან” 5:1 აღარ ახსოვთ – შენი გოლი, საგოლე პასები თუ ჯადოქრობა 90 წუთის განმავლობაში; აპატიე, ვისაც ის დაავიწყდა,
“ლივერპულელ” ალექსანდერ-არნოლს რა გაუკეთე; შეუნდე მას, ვისაც აღარ ახსოვს, “სან სიროზე” “მილანის” წინააღმდეგ პირველად პენალტი რომ გამოიმუშავე – რომ გეჩხუბნენ და მარიო რუი შენ დასაცავად მოვიდა; აპატიე მათ, ვისაც “სტადიო მარადონაზე” პირველი დუბლი, “მონცასთან”, დაავიწყდათ. ასევე მას, ვისაც “ვერონასთან” სადებიუტო მატჩი აღარ ახსოვს. მათთან საუბარს აზრი არ აქვს…
“ნაპოლის” მარადონას შემდეგ ამ დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია. ფეხბურთის სამყაროში ერთ გუნდზე ქორწინება არ ხდება, ასე რომ ადრე თუ გვიან წახვალ. მე ძალიან მინდა, ეს იანვარში არ იყოს. ოღონდ ახლა ნუ წახვალ! – შენ იცი, როგორ მოვიპოვოთ ისევ ჩემპიონობა. ამ ქალაქში ნამდვილი პრინცი ხარ, ამით კი მეფე გახდები და დიეგოსთან ახლოს მიხვალ.”
–
საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო ბარჯიჯამ ქართველის „ნაპოლისთან“ სავარაუდო განშორების თაობაზე „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა:
„კვარას“ „ნაპოლიდან“ წასვლა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით როდი მოხდა: დე ლაურენტისი მას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა კონტეს ტაქტიკური წარუმატებლობაა – ის განაპირა მცველად, მეტოქის
კარიდან 60 მეტრში ათამაშებდა. ხვიჩა დაამცირეს“.
–
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ Sportmediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:
„როდესაც კონტემ კვარაცხელია შეცვალა, მისი უკმაყოფილება კილომეტრიდანაც შესამჩნევი იყო. თუმცა, მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: „ამ თვეებში მხარეების პოზიციების დასაახლოვებლად დიდი ძალისხმევა გავიღე, რათა კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მიეღწიათ. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთვის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაეგრძელებინათ და ამდენი ხანი დახანება საჭირო არ იყო. ჩვენ ყველას შეგვიძლია სიტუაცია ისე ავხსნათ, როგორც გვინდა.
თუმცა, როდესაც პსჟ-დან დაგირეკავენ და იმაზე გაცილებით მეტ ფულს შემოგთავაზებენ, რასაც „ნაპოლიში“ იღებ, გაცილებით მეტი პერსპექტივა გაქვს და ამბიციები, ბუნებრივია უარის თქმა ძნელია. მე „კვარას“ წასვლა მართებულად მიმაჩნია. მან ეს კონტეს ძალიან გარკვევით აუხსნა. ტრანსფერით ყველა კმაყოფილი დარჩება, მარტო ფეხბურთელი კი არა. კლუბი 85-90 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კონტე ამ თანხის ნაწილით შემადგენლობას გააძლიერებს“.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings