2025 წლის ხუთი ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულთა სიაშია. მათ შორისაა ჩვენი ხვიცა კვარაცხელაის ამასწინანდელი გადასვლა პსჟ-ში.
ძირითადად ეს სიძვირე სწორედ პსჟ-ზე, „სიტისა“ და „ალ ნასრიზე“ მოდის.
გავიხსენოთ:
ფილიპე კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 135 მილიონ ევროდ
ენცო ფერნანდეში „ბენფიკადან“ „ჩელსიში“ 121 მილიონ ევროდ;
ვირხილ ვან დეიკი „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ 84,65 მილიონ ფუნტად;
დუშან ვლაჰოვიჩი „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ 83,5 მილიონად;
ჯონ დურანი „ასტონ ვილადან“ „ალ ნასრში“ 77 მილიონ ფუნტად;
ომარ მარმუში „აინტრახტიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 75 მილიონ ევროდ;
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში 70 მილიონად;
მიხაილ მუდრიკი „შახტარიდან“ „ჩელსიში“ 70 მილიონად;
გონსალო რამოში „ბენფიკადან“ პსჟ-ში 65 მილიონად;
ბრუნო ფერნანდეში „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 65 მილიონად;
ემერიკ ლაპორტი „ატლეტიკიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 65 მილიონ ფუნტად;
კრისტიან პულიშიჩი დორტმუნდის „ბორუსიადან“ „ჩელსიში“ 64 მილიონით;
პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის „ბორუსიადან“ „არსენალში“ 63,75 მილიონ ევროდ;
დიეგო კოშტა „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ 60 მილიონ ევროდ;
ოსკარი „ჩელსიდან“ „შანხაი პორტში“ 60 მილიონად;
ფერნანდო ტორესი „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ 58,5 მილიონ ფუნტად;
ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსელონაში“ 55 მილიონად;
ლუის დიაში „პორტოდან“ „ლივერპულში“ 53 მილიონად;
ხავი სიმონსი პსჟ-დან „ლაიფციგში“ 50 მილიონად;
ვენდერსონ გალენო „პორტოდან“ „ალ აჰლიში“ 50 მილიონად;
ალექს ტეიშეირა „შახტარიდან“ „ძიანსუ სუნინში“ 50 მილიონად
GIPHY App Key not set. Please check settings