საფრანგეთში თასის 1/16 ფინალში სენსაცია დაფიქსირდა: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „პარიზთან“ დამარცხდა 0:1 და გავარდა.
ქართველ თავდამსხმელს როტაცია არ შეეხო და ძირითადში ვიხილეთ, მასპინძელთა შორის ყველაზე აქტიურიც იყო, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ თანაგუნდელებმა შანსებით ვერ ისარგებლეს. 64-ე წუთზე ჩვენიანი დემბელეთი შეცვალეს.
მეორე ტაიმში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. მერე ვარდნაში ბურთი ჩაჭრა, რამუშს მიაწოდა, რომელსაც ისევ მეკარემ აჯობა.
შეფასებები ალბათ უფრო მეტიც ეკუთვნოდა. Sofascore – 7.2, Flashscore – 7.3.

პსჟ – პარიზი 0:1
გოლი: იკონე (74)
პსჟ მომდევნო მატჩს 17 იანვარს ჩაატარებს. ლიგა 1-ის მე-18 ტურში ლიდერ „ლილს“ უმასპინძლებს და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ექნება.



GIPHY App Key not set. Please check settings