„ნაპოლის” გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ჩემპიონატის პირველ თვეში ჩვენიანის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. ისედაც, მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სერიას ა-ში ბოლო ორ გამარჯვებაში (“ბოლონიასთან” და “პარმასთან”). ასე რომ, ქომაგების არჩევანი გასაკვირი არ გახლავთ.
ხვიჩა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეც იყო წარდგენილი. ნომინანტებს შორის “ინტერის” ფორვარდმა მარკუს ტურამმა იმარჯვა, რომელიც 4 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
GIPHY App Key not set. Please check settings