in

ხვიჩაც შეიყვანეს: გააკეთეს პსჟ-ს და ინტერის გაერთიანებული გუნდი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ Goal.com-მა „ინტერისა“ და პსჟ-ს კომბინირებული სიმბოლური გუნდი შეადგინა. შემადგენლობაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

აღსანიშნავია პსჟ-ს დომინირება, პარიზელებს რვა წარმომადგენელი ჰყავს, შესაბამისად მილანურ გუნდს მხოლოდ სამი მოთამაშე.

Goal.com-ის ვერსიით ფინალისტების ერთიანი გუნდი:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო (პსჟ) ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ნუნუ მენდეში (პსჟ).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა („ინტერი“), ჟოაუ ნევეში, ვიტინია (პსჟ), დენზელ დუმფრისი („ინტერი“)

თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

„ქართველმა ვარსკვლავმა პარიზში კვლავ გაიბრწყინა. მართალია, შეიძლებოდა მეტი გაეტანა, თუმცა გუნდისთვის იმდენი გააკეთა, რომ ჩვენს სიმბოლურ გუნდში მარკუს ტურამის ადგილი დაიკავა“, – წერს გამოცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ სერბეთთან წააგო და მსოფლიოს დაემშვიდობა

მეტოქეებმა შემადგენლობა დაასახელეს: კაბო ვერდე ჯობია ფარერებს