in

ხვიჩას 22: 22-ე ტურის მატჩში 22 წლის ბიჭის გოლი 22-ე წუთზე

ხვიჩა კვარაცხელიამ დაბადების დღე გოლით აღნიშნა, თანაც როგორ სიმბოლურად – ხვიჩა 22 წლის გახდა და 22-ე ტურის მატჩში გოლიც 22-ე წუთზე გაიტანა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა აუტსაიდერ „კრემონეზეს“ განსაკუთრებული გართულების გარეშე მოუგო – 3:0 და ლიდერობა გაიმყარა.

ხვიჩამ ბურთი ფრთაზე მიიღო, საჯარიმოში ცენტრისკენ შეიჭრა, მცველები არად ჩააგდო და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი.

ხვიჩას გატანის შანსი რამდენიმე წუთში კიდევ ჰქონდა, მაგრამ მისი თავური კარს მცირე მანძილით ასცდა.

კვარა 83-ე წუთზე შეცვალეს.

დანარჩენი ორი გოლი ოსიმენისა და ელმასის ანგარიშზეა.

კვარაცხელიას ანგარიშზე კი სერია ა-ს 18 მატჩში 9 გოლი და 9 საგოლე პასია.

„კრემონეზეში“ ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.

22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და 16 ქულით ასწრებს „ინტერს“, რომელსაც ტურის მატჩი „სამპდორიასთან“ ჯერ სათამაშო აქვს.

„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 17 თებერვალს სტუმრად „სასუოლოსთან“ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

ჩაკვე ფანტასტიკურად ათამაშდა, ქოჩორამ გოლი გაიტანა, ჩვენები პორტუგალიაში თამაშობენ – ლეგიონერები