in

ხვიჩას 100 მატჩი: ნაპოლიმ დიდი ანგარიშით წააგო, კვარაც ჩაკეტეს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „მილანი“ 2:0 დაამარცხა და ეტყობა გადაიღალა კიდეც. დღეს სერი ა-ს ლიდერმა შინ ვერაფერი გააწყო „ატალანტასთან“ – 0:3.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. არც მას და არც მის გუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოთ, განსხვავებით სტუმრების და განსაკუთრებით ლუკმანისა, რომელმაც მეორე გოლი სწორედ ხვიჩას სტილში გაიტანა.

თუმცა ისეც არ ყოფილა, რომ გატანის შანსი მასპინძლებსაც არ ჰქონოდათ, მაგრამ მაკტომინეიმ და ანგისამ ვერ იყოჩაღეს.
მეორე ტაიმში კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან სცადა გატანა, თუმცა ბურთს მეკარე დაეუფლა.

კვარას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore – 6.7, Flashscore – 6.7, Whoscored – 6.3.

უნდა ითქვას, რომ მატჩის დაწყებამდე კვარაცხელიას საგანგებო ჯილდო გადასცეს: „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა იტალიური კლუბის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა.

ნაპოლი – ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31), 0:3 რეტეგი (90+2)

„ნაპოლი“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, 25 ქულით მაინც ლიდერია და 10 ნოემბერს მილანში „ინტერს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლობჟანიძის ატლანტამ მესის მაიამის მოუგო და სერია გადამწყვეტ თამაშში გადაიყვანა

შენგელიას 10 ქულა და ვირტუსის დაგეგმილი გამარჯვება