სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ. იტალიაში ჩასულ ხვიჩა კვარაცხელიას კი კუთვნილი ჯილდო გადასცეს.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ჩვენიანმა ხმების 67% აიღო, გამოკითხვაში სერია A-ს, B-ს და C-ს ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ხვიჩამ აპენინებზე თავი უმალ გამოიჩინა. გოლი სადებიუტო შეხვედრაშივე გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა, შემდეგ დუბლი შეასრულა და ზოგადად ძალიან სახიფათოდ და დამაჯერებლად მოქმედებს.